პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი ძალისმიერ საჭიდში. შვედეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქობულეთელმა თემურ სამხარაძემ 345 კილო დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა. შეჯიბრება 3 სხვადასხვა მოძრაობაში გაიმართა, ჩაჯდომაში, წოლჭიმში და ამოწევაში. საქართველოს ნაკრების ღირსებას მსოფლიო ჩემპიონატზე 7 სპორტსმენი იცავდა, მათი მონაგარი 2 ოქრო და ერთი ბრინჯაოს მედალი გახდა.