სკოლებში სწავლება 4 ოქტომბერს იწყება

28 სექტემბერი 2021, 19:46 1677 ნახვა

4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი ქვეყანაში ჩვეულ ფორმატში განახლდება.  სწავლა საბავშო ბაღებსა და სკოლებში ყველგან იწყება. უნივერსიტეტებმა კი აუდიტორიებში დაბრუნების გადაწყვეტილება საკუთარი ავტონომიის ფარგლებში უნდა მიიღონ. ასევე სკოლის მოსწავლეებისთვის კვლავ იქნება ალტერნატივა, აირჩიონ ონლაინ ისწავლიან თუ საკლასო ოთახში.  უკვე აუცილებელი იქნება ყველა მოსწავლეს პირბადე ეკეთოს. უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში, საკოორდინაციო საბჭო მშობლებს აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს. პედაგოგების 65%-ზე მეტი კი უკვე აცრილია.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში