სააკაშვილი კომპრომატებით მართავს ამ გაბრიყვებულ ადამიანს - პრემიერი გიორგი გახარიაზე 

28 სექტემბერი 2021, 11:45 1069 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილის თამაშშია ჩართული.

„ეს ძალიან მარტივი წასაკითხია. ინფორმაცია რომ არ ჰქონდეს ადამიანს, ეს ძალიან მარტივად იკითხება, თავიდან ბოლომდე ჩართულია სააკაშვილის თამაშში. აღარ მინდა დამატებითი სპეკულაციები, მაგრამ უამრავი ინფორმაცია არსებობს და ძალიან მარტივად იკითხება, რომ ალბათ, როგორც ჩანს რაღაც ძალიან დიდი ვალი აქვს სააკაშვილის მიმართ და ამ კომპრომატებით მართავს ამ გაბრიყვებულ ადამიანს.

თუ ვინმეს იმედები გაუცრუა გახარიამ, ეს არის თავად გიორგი გახარია. მან გაგვიცრუა ჩვენ ყველას იმედი, ჩვენს გუნდს, რადგან ის არის კლასიკური მოღალატე. რა შეიძლება იყოს ქართველი კაცისთვის იმაზე დიდი უბედურება და ტრაგედია, როცა შენი გუნდი, მოსახლეობის დიდი ნაწილი გეძახის მოღალატეს და მეორეს მხრივ, სისტემა გეძახის ასევე მოღალატეს.

ძალიან გაბრიყვებულია გახარია და ჩვენ ვნახეთ, როგორ დაკარგა საკუთარი სახე, თავი და ყველაფერი დაკარგა ამ ადამიანმა; მე ადრე ვთქვი, ამას მოხერხება უნდა, რომ კაცი იყო პრემიერ-მინისტრი და გახდე სააკაშვილის მარიონეტი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში