მოლაპარაკებები სოფელ დიაკონიძეებში

08 მაისი 2016, 00:00 2853 ნახვა

სოფელ დიაკონიძეების მოსახლეობა, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილესთან და სხვა ოფიციალურ პირებთან შეხვედრით უკმაყოფილონი არიან. მიზეზი კი, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ის შეთავაზებაა, რომლის მიხედვითაც სოფელში არსებული ვითარების შესწავლას სპეციალისტები ორი კვირის შემდეგ დაიწყებენ.

შეხვედრის მონაწილე ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით კი, მოლაპარაკებები შედეგიანი იყო და ისინი მზად არიან მოსახლეობის მიერ დაყენებული პრობლემები ეტაპობრივად გადაიჭრას. მოლაპარაკების მონაწილე მაღალჩინოსნებს, შეხვედრის დასრულებიდან მცირე ხნის შემდეგ, სოფელ დიაკონიძეებში, მშენებლობის ადგილზე მისვლა კიდევ ერთხელ მოუხდათ. სიტუაცია არც მოლაპარაკების მეორე რაუნდის გამართვის შემდეგ შეცვლილა.. ადგილობრივების განცხადებით, თუ პრობლემების გადაჭრა არ დაჩქარდება, მშვიდობიან გამოსვლებს კვლავ გააგრძელებენ.

ამავე კატეგორიაში