„კორუფციის კონტროლის“ მიმართულებით საქართველო 189 ქვეყანას შორის ტოპ 50 ქვეყანაში 45-ე პოზიციაზე გავიდა - ირაკლი ღარიბაშვილი

27 სექტემბერი 2021, 12:26 745 ნახვა

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, „კორუფციის კონტროლის“ მიმართულებით საქართველო 189 ქვეყანას შორის ტოპ 50 ქვეყანაში 45-ე პოზიციაზე გავიდა, მთელი ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მე-19-ე ადგილზეა.

მისივე თქმით, Freedom House-ს შეფასებით, საქართველო გამოკვლეულ ქვეყნებს შორის კორუფციისგან თავისუფლებით მე-11 ადგილზე გავიდა. The Gallup Organization-ის გლობალური გამოკითხვის მიხედვით კი საქართველო მსოფლიოს 122 ეკონომიკას შორის კორუფციისგან თავისუფლებით ევროპის საუკეთესო ოცეულში 14-ე პოზიციაზე მოხვდა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ „რეიტინგის მიხედვით საქართველოში „კანონის უზენაესობა“ უფრო მაღალ დონეზეა ვიდრე იტალიაში, ბულგარეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, მონტენეგროში.

„საჯარო მოხელეებისა და თანამდებობის პირების კორუფციის“ მიმართულებით, 180 ქვეყანას შორის, საქართველომ კორუფციისგან თავისუფლების მიხედვით, მსოფლიო მასშტაბით მე-20 შედეგი აჩვენა და ევროპის მასშტაბით, 12-ე ადგილი დაიკავა. საქართველომ აქაც გაასწრო მსოფლიოს ბევრ მოწინავე ქვეყნას. ჩვენი შეფასება ერთ-ნახევარჯერ მაღალია, ვიდრე 9 ევროპული ქვეყნის - ესპანეთის, იტალიის, პორტუგალიის, პოლონეთის, უნგრეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, მალტის, კვიპროსის. ასევე სამხრეთ კორეის, და 2-ჯერ მაღალი, ვიდრე ბულგარეთის, რუმინეთის, საბერძნეთის მაჩვენებელი.

ამ შედეგებით, საქართველო გაუთანაბრდა მსოფლიოს ისეთ წამყვან სახელმწიფოებს, როგორიცაა აშშ, იაპონია, საფრანგეთი, ირლანდია, ავსტრია, ბელგია, ისლანდია, სლოვენია, ხორვატია და ა.შ. შედარებისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მიმდინარე შეფასება 3-ჯერ აღემატება 2011-2012 წლის დონეს. და ბოლოს, რეგულირების ხარისხი მიხედვით, საქართველო მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულში 19-ე ადგილზე გავიდა. ასე, რომ კიდევ ერთხელ, მინდა მთავრობის თითოეულ წევრს და საჯარო მოხელეებს მივულოცო აღნიშული წარმატება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი