ისტორიული შედეგი ფიგურულ ციგურაობაში - ბერულავა-საფინას წყვილის შემდეგ პეკინის ზამთრის ოლიმპიადის ლიცენზია ფიგურულ ციგურაობაში გიორგი რევიასა და მარია კაზაკოვას წყვილმა მოიპოვა. მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ წარმატებას გერმანიის ქალაქ ობერსტდორფში გამართულ ჩელენჯერზე მიაღწიეს, რომელსაც პარალელურად ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის სტატუსიც ჰქონდა.
წყვილებში ქართველმა სპორტსმენებმა ჯამში მოპოვებული 173,20 ქულით ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ამდენად, 2022 წლის ზამთრის თამაშებზე საქართველოს ნაკრები 6 სპორტსმენით იასპარეზებს.