ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ზაგრების გრან პრის გამარჯვებულია.
ტატომ 81 კგ.წონით კატეგორიის ფინალში ბრაზილიელი გილერმე შმიდტი ვაზარით დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
21 წლის გრიგალაშვილმა მეორე ეტაპიდან დაიწყო ასპარეზობა. გრიგალაშვილმა მოლდოველ ნიკონ ზაბოროსკიუჩს აჯობა, მეოთხედფინალში ფრანგი ბაპტისტ პიერი დაამარცხა. ნახევარფინალში კი ნიდერლანდელ ჯიმ ჰეიმანს სძლია.
დღეს კიდევ ორი ქართველი გამოდიოდა. ჯუმბერ მელაძე (-73 კგ) და ზაურ დვალაშვილი (-81კგ) უმედლოდ დარჩნენ.
ხვალ მედლისთვის 90 კგ. წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე იბრძოლებს.