სასამარლომ კაფე-ბარ "სკარპას" მფლობელს და მიმტანს პატიმრობა შეუფარდა

24 სექტემბერი 2021, 19:14 213 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტურისტებისგან თანხების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით დაკავებულ, კაფე-ბარ "სკარპას" მფლობელსა და ამავე ბარის მიმტანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურა დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. მათ ბრალი თანხების თაღლითური გზით დაუფლებისთვის და ქურდობის ბრალდებით აქვს წარდგენილი.

გამოძიების ინფორმაციით, კაფე-ბარ "სკარპას" მფლობელი და ამავე კვების ობიექტის თანამშრომლები უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან და ტურისტებთან მათ მიერ შეკვეთილი პროდუქციის ნაცვლად იაფფასიანი პროდუქცია მიჰქონდათ, ასევე, მენიუში ცვლიდნენ პროდუქციის ფასებს და კლიენტებს შეკვეთის შეუსაბამო, არარეალურ, დიდ თანხებს ახდევინებდნენ. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი