საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძე კანდიდატურა დაასახელა

29 ნოემბერი 2016, 00:00 3377 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძე კანდიდატურა დაასახელა.ზურაბ პატარაძე პრეზიდენტმა რეგიონში რწმუნებულად 2016 წლის 15 ივლისს დანიშნა. უმაღლესმა საბჭომ მის კანდიდატურას მხარი იმავე დღეს დაუჭირა. ის აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ 15 ივლისს აირჩიეს. ამ თანამდებობაზე  მან ფინანსისტი არჩილ ხაბაძე ჩაანაცვლა, რომელიც აჭარის მთავრობას 3 წლის და 7 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ზურაბ პატარაძე  2012-2013 წლებში იყო თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. 2013 წლიდან 2016 წლის ივლისამდე  კი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო  ყაზახეთის რესპუბლიკაში.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი