ამ დროისთვის გარესამყაროს აღარაა მოწყვეტილი სოფლები ქაქუთი და დაგვა, სადაც მეწყერი ჩამოწვა და მიწის მასამ საავტომობილო გზები ჩახერგა. მეწყრის შედეგად დაზარალებული 15-ოჯახი გადაყვანილია დროებით თავშესაფარში.
მერიის ცხელ ხაზზე 169 შეტყობინება შევიდა. დილიდან 200-აბონენტს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი, მეწყერმა დააზიანა გაზსადენის მილი. წყლის ნაგებობის დაზიანების გამო კი ციხისძირსა და ბუკნარში არ აქვთ სასმელი წყალი.