29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის წყვილთა თანრიგის ფინალშია.
ეკატერინე გორგოძემ და ბრაზილიელმა ლაურა პიგოსმა ნახევარფინალში ესპანელი ივონ კავალე-რეიმერსსა და ჩილელი დანიელა სეგუელსი ორ სეტში 6:4, 6:3 დაამარცხეს.
ქართველი და ბრაზილიელი ჩოგბურთელები ფინალში ესპანელ ალიონა ბოლშოვა ზადოინოვასა და ვენესუელელ ანდრეა გამიზს დაუპირისპირდებიან. ფინალური მატჩი 26 სექტემბერს არის ჩანიშნული.
გორგოძეს წყვილთა თანრიგში ზედიზედ 2 ტურნირი აქვს მოგებული. ჯერ კარლსრუეს 115 000 დოლარიანი ტურნირი მოიგო, შემდეგ კი ვალენსიაში 80 000 იანი ტურნირის ტრიმფატორი გახდა.