"9 საათზე მექნება სპეციალური ბრიფინგი" - ნიკა მელიამ ევროკავშირის ოფისი დატოვა

23 სექტემბერი 2021, 18:17 280 ნახვა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისი დატოვა. 

მისივე განცხადებით, საგანგებო განცხადებას საღამოს 21 საათზე გააკეთებს. 

"მათი უმორჩილესი თხოვნა იყო, რომ ჩვენ ვყოფილიყავით ფხიზლად და არ წამოვგებულიყავით პროვოკაციას, რომელსაც აქ აწყობდა რეჟიმი. რეჟიმი, რომელიც ძალადობს ადამიანებზე ყოველდღიურად. ამაზე ნათლად, "ქართული ოცნება", რომც მოენდომებინა, ვერ წარმოაჩენდა მთელი საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. ბევრი მაქვს სალაპარაკო და სათქმელი, 9 საათზე მექნება სპეციალური განცხადება, ბრიფინგი, ამიტომ, ამწუთას შემოვიფარგლები ამ მოკლე კომენტარით.

დმანისის თავდასხმაში მონაწილეობდა, 30-მდე ადამიანი, საიდანაც 20 ადამიანი იყო უკიდურესად აგრესიული. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ იმ ადამიანზე, ვინც უბრალოდ დანა ყელში ჩაარტყა მშვიდობიანი აქციის მონაწილეს, მაგრამ დანარჩენი 20-მდე ადამიანი დაკითხულიც კი არ არის. ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი ვინც არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, ეს დანაშაული არ არის? რაც რუსთავში გაუკეთეს სამი დღის წინ ადამიანს სახლთან რომ დახვდნენ? ვინ აკეთებს ეს ბატონი კობახიძე ივანიშვილის კალაძის მეგობარი და თანამებრძოლი. რას აკეთებენ და როგორ აკეთებენ შუაგულ თბილისში დავინახეთ. ეს დაინახა ყველა ჩვენმა სტრატეგიული ქვეყნის ელჩმა საქართველოში და ამას ექნება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა მელიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი