დარღვევები კოვიდკლინიკებში

23 სექტემბერი 2021, 15:38 2555 ნახვა

შრომის ინსპექტირების სამსახური კლინიკებს ამოწმებს. ირკვევა, რომ 7500-ზე მეტ ადამიანს შეუსაბამოდ მცირე ხელფასს უხდიდნენ.  ცნობილია 111  კლინიკის  მონიტორინგის შედეგები, თუმცა  უცნობია  რომელი სამედიცინო დაწესებულებები შემოწმდა და არის თუ არა ჩამონათვალში აჭარაში არსებული კლინიკები. ვიცით ის, რომ შემოწმდა კოვიდკლინიკები. არ გამორიცხავენ, რომ სხვა პროფილის  სამედიცინო დაწესებულებებსაც მიეცეთ  გაფრთხილება, დაჯარიმდნენ, ან მუშაობის გაგრძელების უფლება შეეზღუდოთ. ჩვენ ვესაუბრეთ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს. უწყებაში   გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ მიმდინარე პროცესის შედეგებია ცნობილი, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ბრიფინგი გაიმართება. შემოწმების შედეგები ცნობილი სავარაუდოდ ოქტომბერში გახდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი