ევროკავშირის ოფისთან ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ 

23 სექტემბერი 2021, 15:13 376 ნახვა

,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება ევროკავშირის ოფისთან მოხდა.  ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლასაც.

ირაკლი კობახიძე მედიასთან კომენტარს აკეთებდა, რა დროსაც მასთან ნიკა მელია მივიდა.

კობახიძემ და მელიამ ერთმანეთს შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართეს.

"ეს არის მაგალითი თუ როგორ აწყობენ პროვოკაციას, ეს ნაძირლები და ბინძურები. პროვოკატორი, უინტელექტო, ხულიგანი და ბინძური კაცია ნიკა მელია,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ნიკა მელიას თქმით, ეს ადამიანები არ იმსახურებენ იმას, რომ ტყუილის ტირაჟირება მაოხდინონ.

''ისინი მოდიან შენს საარჩევნო შეხვედრაზე, შემდეგ კი საუბრობენ, რომ თითქოს ჩვენ მოვაწყვეთ პროვოკაცია. ჩვენ დავჭერით ხალხი სასიკვდილოდ, თითქოს ჩვენ გავუსწორდით ფიზიკურად ადამიანებს. ეს ადამიანი არ იმსახურებს იმას, რომ ტყუილის ტირაჟირება მოახდინოს. როგორც აქედან დატოვა სივრცე, ასე დატოვებენ ორი ოქტომბრის შემდეგ ეს რეჟიმის მსახურები. პოლიტიკოსადაც ვერ ვთვლი ამ ადამიანს. არ დატოვეს არც ერთი ადამიანი ვისაც არ უსმენენ, მერე გამოდიან და ყველაფერს ფაბრიკაციას  უწოდებენ'' - თქვა ნიკა მელიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი