ბათუმის “დინამომ” “თელავი” დაამარცხა

21 სექტემბერი 2021, 13:02 835 ნახვა

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 25-ე ტურში დინამო ბათუმი თელავს ესტუმრა და ჯაბა ჯიღაურის ერთადერთი გოლით მორიგი გამარჯვება მოიპოვა, რითაც კონკურენტ დინამო თბილისთან 5-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა, რომელმაც შუქურას 4:0 მოუგო. ბათუმელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს. მე-16 წუთზე ფლამარიონ ჯოვინო თელაველთა მეკარე ლუკა სანიკიძესთან პირისპირ დარჩა და ვერ აჯობა, მაგრამ დამატებაზე ჯაბა ჯიღაურმა ყველას დაასწრო და მიმდინარე სეზონში მეცხრე გოლი გაიტანა. სხვა შეხვედრები კი ასე დასრულდა: ლოკომოტივი - სამგურალი 2:2; დილა - საბურთალო 0:0; სამტრედია - ტორპედო 4:1. მორიგ ტურში რომელიც 24-25 სექტემბერს გაიმართება, დინამო ბათუმი სამგურალს უმასპინძლებს, ტორპედო ლოკომოტივს მიიღებს, სამტრედია თბილისის დინამოს ესტუმრება, ქობულეთის შუქურა კი სტუმრად საბურთალოს დაუპირისპირდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი