ბათუმის "დინამომ" გასვლაზე "თელავი" დაამარცხა

20 სექტემბერი 2021, 20:55 686 ნახვა

ბათუმის "დინამომ" საქართველოს ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება იზეიმა. ეროვნული ლიგის 25-ე ტურის შეხვედრაში შავიზღვისპირელები გასვლაზე თელავში ადგილობრივ კლუბს დაუპირისპირდენენ და მინიმალური სხვაობით 0-1 გაიმარჯვეს.

მატჩის ერთადერთი გოლი მე-16 წუთზე ჯაბა ჯიღაურმა გაიტანა. 79-ე წუთზე ჯერ ტეიდის დარტყმული ბურთი აისხლიტა ძელმა, შემდეგ კი აზაროვის. ამ გამარჯვების შემდეგ ბათუმის "დინამო" 53 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება.

5 ქულით ნაკლები აქვს თბილისის " დინამოს", რომელმაც გასვლაზე ფოთში ქობულეთის " შუქურა" 4-0 დაამარცხა.

26-ე ტურში ბათუმის "დინამო" საკუთარ მოედანზე წყალტუბოს " სამგურალს" მიიღებს. მატჩი 24 სექტემბერს 21:00 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი