ვახტანგ ბარაბაძის სახელობის მინი საფეხბურთო ტურნირი დასრულდა. ფინალში ერთმანეთს ‘’დინამო’’ ბათუმის ორი გუნდი U-10 და U-9 დაუპირისპირდნენ და შეხვედრა U-10 - ის გამარჯვებით 3-1 დასრულდა. გოლები დავით ბარბაქაძემ, შოთა ძირკვაძემ და ანდრია ქილიფთარმა გაიტანეს. ჩემპიონატი ორ ასაკობრივ კატეგორიაში ტარდებოდა, სადაც აჭარის სხვადასხვა რეგიონის 6 გუნდი მონაწილეობდა. ტურნირის მიზანი, ჭაბუკებში ფეხბურთის პოპულარიზაციის გაზრდა იყო.