მასტერკლასი "ბიაფის" ფარგლებში

20 სექტემბერი 2021, 13:03 1783 ნახვა

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის პარალელურად ახალგაზრდა  რეჟისორებისთვის „ალტერნატიული ტალღა“  მასტერკლასებს ატარებს. დამწყებ რეჟისორებს  გამოცდილი უცხოელი პროფესიონალი კინომატოგრაფები დაეხმარებიან და გაუზიარებენ გამოცდილებებს საწყის ეტაპზე  სცენარის დახვეწაში . საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში რომელიც 18სექტემბერს  გაიხსნა, ფილმების ჩვენება  დაწყებულია. კორონავირუსის პანდემიის გამო, ფესტივალი წელს განსხვავებული ფორმატით, რეკომენდაციების დაცვით ტარდება. კერძოდ, კინოსეანსებზე დასწრება შესაძლებელი იქნება პირბადით, მათთვის, ვინც აცრილია კოვიდზე, ან უახლოეს პერიოდში აქვს გადატანილი კორონავირუსი, ან წარმოადგენს PCR ტესტის უარყოფით პასუხს.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი