„ქართული ოცნება“ საიას წინააღმდეგ

19 სექტემბერი 2021, 20:25 723 ნახვა

ირაკლი კობახიძე საია-ს სარჩელზე აცხადებს,რ ომ - შემაშფოთებელია, რომ ის, რაც „ნაცმოძრაობამ“ 5 წლის წინ ღიად, თავისი სახელით განახორციელა, ახლა არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით კეთდება. იგი მესამე სექტორის სარჩელს აბსურდულს უწოდებს. ნიკა სიმონიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე განმარტავს, მათი სარჩელის ერთადერთი მიზანი ისაა, რომ ყველა მოქალაქის ხმას თანაბარი წონა ჰქონდეს და არ გახდეს პოლიტიკური შეთანხმებების საგანი.

საია ითხოვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების არაკონსტიტუციურად ცნობას.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცის ინფორმაციით, გასაჩივრებული ნორმების მიხედვით, მცირერიცხოვან ოლქებში ამომრჩეველთა ხმას მრავალრიცხოვან ოლქებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთან შედარებით მაღალი წონა გააჩნია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი