ე.წ. სისხლიანი ბანერები ბათუმში

19 სექტემბერი 2021, 15:30 2034 ნახვა

ოპონენტების მიმართ სიძულვილის გამომხატველი ბანერები საქართველოს სხვადასხვა ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე გამოჩნდა, სისხლიანი ბანერები ბათუმშიც გამოაკრეს. ოპოზიცია ამბობს, რომ ეს მმართველი გუნდის ტაქტიკაა, რომელსაც ისინი წინასაარჩევნოდ იყენებენ. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ მოსახლეობას სისხლიანი 9 წელი კარგად ახსოვს და ნაციონალურ მოძრაობას ეს ფაქტი არ უნდა აკვირვებდეს.

ფაქტს სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა ექიმი-პოლიტიკოსი ვახტანგ კალოიანი. გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი ამბობს, რომ ბანერები ვაქცინაციისკენ მოწოდების აბრებს  გადააკრეს, რაც დაუშვებელია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი