რეგიონს ახალი შემადგენლობის უმაღლესი საბჭო ჰყავს. მე-4 მოწვევის საკანონმდებლო ორგანო მუშაობას ოფიციალურად უკვე შეუდგა და პირველი სხდომაც ჩატარდა. ხმათა უმრავლესობით დეპუტატებმა დღეს რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარედ დავით გაბაიძე აირჩიეს, ვიცე-სპიკერის პოსტი კი ასევე უმრავლესობის გადაწყვეტილებით მერაბ კარანაძემ ჩაიბარა.