''ნაციონალური მოძრაობა'' არ ანებებს პროვოკაციებს თავს. პირველად მიიჭრა ''ქართული ოცნების'' ოფისში სადაც მოახდინა პროვოცირება. ამის შემდგომ უკვე, მოსახლეობასთან შეხვედრაზე , ამომრჩეველს როდესაც ხვდებოდა მერობის კანდიდატი ასევე მიიჭრა, ოღონდ უკვე ბავშვთან ერთად. ეს არის მორალური ფსკერი, შეიძლება ითქვას, ამორალური საქციელი და ყოვლად მიუღებელი.
უკვე ბავშვსაც რევს პოლიტიკაში. რევს იმ სიბინძურეში, რასაც ნაციონალური მოძრაობა აკეთებს. მოვუწოდებ ჩვენს ამომრჩეველს, ჩვენს მხარდამჭერებს, რომ არანაირ პროვოკაციას არ აყვნენ. ჩვენ ძალიან მშვიდად გავაგრძელებთ წინასაარჩევნო კამპანიას. ასეთი პროვოკაციები კიდევ მოსალოდნელია ნაც. პოლიტიკური დაჯგუფებისგან.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ამ არჩევნებს მოვიგებთ, გავიმარჯვებთ დამაჯერებლად მიუხედავად არჩევნებამდე ასეთი ამორალური საქციელებისა.