საარჩევნო უბნები საცხოვრებელ სახლებში

17 სექტემბერი 2021, 14:46 1194 ნახვა

საარჩევნო  უბნები  საცხოვრებელ სახლებში და კომისიის წევრებისთვის შეუსაბამო გარემო  ხელვაჩაურში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 46 უბნიდან სამი კერძო სახლშია გახსნილი, აქედან ქვედა სამების   #23 უბანი საცხოვრებლის პირველ სართულზეა. უბანზე საარჩევნოსთან  ერთად   სამზარეულოს  ინვენტარიცაა.     

შეუსაბამო გარემოს შესახებ ინფორმირებულია ხელვაჩაურის #83-ე ოლქის ხელმძღვანელი.

ომარ ვარშანიძე განმარტავს, რომ  აღნიშნულ  დასახლებებში სახელმწიფოს  ბალანსზე ქონება არ აქვს, რის გამოც იძულებულია უბნებისთვის საცხოვრებელი სახლები იქირაონ. 

ამ მეთოდს 2008 წლიდან იყენებენ,  წლებთან ერთად მათი რაოდენობაც მცირდება. თითოეული  უბნის ქირისთვის ცესკო 500 ლარზე მეტს რიცხავს.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი