აჭარაში კორონავირუსი კიდევ 128 ადამიანს დაუდასტურდა 

17 სექტემბერი 2021, 10:56 985 ნახვა

17 სექტემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 329 პირი.

ბოლო 24 საათში კლინიკა დატოვა 34-მა მოქალაქემ. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 484 საიდანაც: 5 626 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 608. მძიმე პაციენტია 146,  ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 24.

19 582 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 52 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 51, ხოლო აჭარაში - 1.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 871 ადამიანი.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი