17 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 039 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 59 პაციენტი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში 2 192 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
გუშინ საქართველოში 31 532 ტესტი ჩატარდა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.47%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.31% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.20%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 039 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 716 შემთხვევა, აჭარა - 128, იმერეთი - 321, ქვემო ქართლი - 135, შიდა ქართლი - 104, გურია - 63, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 192, კახეთი - 263, მცხეთა-მთიანეთი - 60, სამცხე-ჯავახეთი - 38, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 19.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 484 საიდანაც: 5 626 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 233, აჭარაში - 608, იმერეთში - 1 059. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 306 პირი, მათ შორის, თბილისში - 507, აჭარაში - 146, იმერეთში - 344. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 352 პირი, მათგან თბილისში - 209, აჭარაში - 24, იმერეთში - 29. 1 276 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 726 - თბილისში, 351 - აჭარაში. 19 582 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 52 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 51, ხოლო აჭარაში - 1.
სულ 6 ოქტომბრიდან - 16 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 149 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 871 ადამიანი.