საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სრულად ვაქცინირებულია. მთავრობის მეთაური "ფაიზერის" მეორე დოზით დღეს აიცრა.
ვაქცინაცია ირაკლი ღარიბაშვილს ინფექციურ საავადმყოფოში ჩაუტარდა.
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვაქცინების უსაფრთხოებას, ვაქცინაციის მნიშვნელობას პანდემიის დამარცხების პროცესში და მოქალაქეებს პროცესში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა.