პრემიერი : “დელტა ტექსტილი“ წარმატებული პროექტია

15 სექტემბერი 2021, 14:56 774 ნახვა

დელტა ტექსტილი“ წარმატებული პროექტია, რომელიც 1 წლის წინ დავიწყეთ - განაცხადა პრემიერმა  სამკერვალო ფაბრიკაში ჟურნალისტებთან საუბრისას, სადაც  სამხედრო მოსამსახურეებისთვის ქართული პროდუქციის წარმოების პროცესს გაეცნო. მისი განცხადებით, საწარმოს ამოქმედებამდე წლების განმავლობაში იყო ხარისხის და მოწოდების პრობლემა და რაც მთლიანად აღმოფხვრილია.

იტალიური და იაპონური წარმოების სამკერვალო დანადგარებით აღჭურვილ ფაბრიკაში თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებისთვის საველე და ყოველდღიური სამუშაო ფორმები იკერება.

აქვე მიმდინარეობს საბრძოლო ეკიპირების,  საწვიმარი ლაბადების, საქარე ქურთუკების, ზურგჩანთების, საპატრულო ჩანთების, თეთრეულის და სპორტული ტანსაცმლის სერიული წარმოება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი