“ევროპული საქართველო” დაზიანებულ ინფრასტრუქტურას აპროტესტებს

15 სექტემბერი 2021, 10:49 972 ნახვა

''ევროპული საქართველოს'' ხულოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი  სოფელ ქედლებში თხილაძირის უბანში დაზიანებულ ინფრასტრუქტურას აპროტესტებს.  

კახა დეკანაძე ირწმუნება, რომ სასოფლო გზაზე ორი წელია დაზიანებულია სანიაღვრე კონსტრუქციები და  მერია  შესაბამის კოორდინირებას ვერ უწევს. მაჟორიტარობის კანდიდატი აცხადებს, რომ მსგავსი პრობლემები სხვა სოფლებშიც ხვდება.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურში განმარტეს, რომ დაზიანებული ცხაურების აღდგენას უახლოეს დღეებში დაიწყებენ.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში