2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტია ,,მესამე ძალა- სტატეგია აღმაშენებლმა’’ აჭარის მაჟორიტარობის კანდიდატები და გუნდის წევრები დაასახელა.
ბათუმში პარტიული სიის პირველ ნომრად ბექა დიასამიძე დასახელდა.
პარტიის ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, არჩევნებზე ორი ამოცანაა გადასაჭრელი: შეცვალონ უსამართლო აწმყო და არ დააბრუნონ არასწორი წარსული.
„სტატეგია აღმაშენებელს“ არ დაუსახელებია მერობის კანდიდატი, რადგან ოპოზიციამ უკვე წარადგინა შეთანხმებული კანდიდატი გიორგი კირთაძე.