სკოლები ეპიდშეზღუდვების მოხსნის წინ

14 სექტემბერი 2021, 20:06 261 ნახვა

დღევანდელი დილის სტატისტიკით, საქართველოში კორონავირუსმა კიდევ 54 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რიცხვს კი 3 221 ადამიანი დაემატა.

იმის გამო, რომ ქვეყანაში კვლავ სახიფათო ეპიდვითარებაა, ხვალ ახალი სასწავლო წელი მონიტორებთან განახლდება. ეს უკვე მეოთხე სასწავლო სემესტრია, როდესაც მოსწავლეებსა და სტუდენტების ნაწილს ვირტუალურ სივრცეში მოუწევთ სწავლის განახლება. საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში პროცესის გაგრძელების მთავარ წინაპირობად მასწავლებელთა მინიმუმ 80 პროცენტის აცრა სახელდება.

2021 წლის მაისის მიწურულს გამოქვეყნებული მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგების თანახმად, საქართველოში კორონავირუსი სკოლებში, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მხოლოდ 0,2%-ს და მოსწავლეთა 0,04%-ს დაუდასტურდა.

გასული სასწავლო წლის მეორე სემესტრში მოსწავლეთა ნაწილი საგაკვეთილო პროცესს სკოლაში ესწრებოდა, ნაწილი კი ამ პროცესში, მშობლების მოთხოვნით, ონლაინ ერთვებოდა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში