საარჩევნო სიებში ცვლილებების შეტანის ვადა იწურება

14 სექტემბერი 2021, 12:05 744 ნახვა

ამომრჩეველთა ერთიან სიებში  ცვლილებების შეტანის ვადა რამდენიმე საათში იწურება. ცესკო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს  საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემები გადაამოწმონ და უზუსტობის შემთხვევაში განცხადებით მიმართონ საუბნო ან საოლქო საარჩევნო კომისიას. 

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც განმარტეს, რომ უკვე ხვალ   სახელმწიფო სერვისების სააგენტო ცესკოს საბოლოო მონაცემებს მიაწვდის და სწორედ მის  საფუძველზე  შედგება 2 ოქტომბრის ამომრჩეველთა ერთიანი სია. ო

ლქებში ამომრჩეველთა განცხადებების განხილვა დილიდან მიმდინარეობს. მაგალითად, ქობულეთისა და ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიებში აცხადებენ, რომ ცვლილებების დიდი ნაწილი გარდაცვალებას ეხება, სხვა სახის მნიშვნელოვანი ხარვეზები კი არ ფიქსირდება. მიმდინარეობს რეგისტრაცია გადასატან ყუთებზეც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში