არასამთავრობო ორგანიზაციები არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლება ტოტალურად უსმენდეს ყველას და გავრცელებული ათასობით ფაილი, რომელმაც სავარაუდოდ სუსიდან გაჟონა, იყოს ავთენტური, რადგან ფაილებში მოსმენის ობიექტი პირების ნაწილი ნამდვილობას ადასტურებს.
მესამე სექტორის თქმით, მსგავსი უკანონო მიყურადებით უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები და ორგანიზაციები მოუწოდებენ შესაბამის უწყებებს დროულად გამოიძიონ გავრცელებული ინფორმაციის ავთენტურობა.
სამართლიანი არჩევნების თქმით, ,,ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ ხშირად იყენებს დაშინების ამგვარ მეთოდებს და პირადი ცხოვრებითაც აშანტაჟებს ადამიანებს.