ქობულეთში თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაანონსდა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, კომპლექსის პროექტირებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა უკვე განხორციელდა. პროექტი ფეხბურთის, კალათბურთის, ხელბურთის მინი მოედნის და სხვა სივრცეების მშენებლობას ითვალისწინებს. საპროექტო ტერიტორიაზე ხელოვნურსაფარიანი და ქვიშისსაფარიანი 2 მოედანი უნდა მოეწყოს.