არასრულწლოვნის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის საქმე

12 სექტემბერი 2021, 20:35 1126 ნახვა

არასრულწლოვნის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ ქალს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა.  ვიდრე თამარ ბეჟანიშვილი გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, 49 წლის ქალი შეუძლოდ გახდა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო სამედიცინო  დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. 

სხდომათა დარბაზში მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც.  სასწრაფო დახმარების ექიმმა თქვა, რომ ქალის სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაში იყო, თუმცა ბრალდებული ოჯახის მოთხოვნით კლინიკაში მაინც გადაიყვანეს. მოსამართლემ ბრალდებულის დაუსწრებლად,  მხარეების თანდასწრებით გამოაცხადა გადაწყვეტილება.  49 წლის ქალი ორი დღის წინ დააკავეს. 

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული სისტემატურად ლახავდა არასრულწლოვნის პატივსა და ღირსებას. ასევე, მეგობრების, ოჯახის წევრების და უცხო ადამიანების თანდასწრებით ამცირებდა და ოჯახის წევრების დაკავებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი