FBI-მ 11 სექტემბრის ტერაქტის საქმეზე პირველი გასაიდუმლოებული დოკუმენტი გამოაქვეყნა

12 სექტემბერი 2021, 15:05 1405 ნახვა

შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურმა ბიურომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განკარგულებით 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის შესახებ დოკუმენტი გამოაქვეყნა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

დოკუმენტი 20 წლის წინ მომხდარ ცნობილ ტერორისტულ თავდასხმაზე გამოძიებას ეხება, სადაც ასევე საუბარია საუდის არაბეთის მთავრობის მიერ გამტაცებლებისადმი სავარაუდო მხარდაჭერის ფაქტზე.2016 წლის დოკუმენტი საგამოძიებო ბიუროს მიერ მოპოვებულ დეტალებს შეიცავს, რომლის თანახმადაც გამტაცებლებისადმი საუდის არაბეთის საკონსულოს ლოჯისტიკურ საკითხებში სავარაუდო დახმარების ფაქტი იკვეთება. საქმეში ფიგურირებს სავარაუდო ეჭვმიტანილიც, საუდის სადაზვერვო სამსახურის აგენტი, რომელიც ლოს ანჯელესში იმყოფებოდა. ვაშინგტონში საუდის არაბეთის საელჩო-საუდის არაბეთის 11 სექტემბრის ტერაქტში მონაწილეობას  უარყოფს.

ბაიდენმა დოკუმენტის გავრცელების შესახებ ბრძანება მას შემდეგ გასცა, რაც თავდასხმის შედეგად დაზარალებულმა 1600-ზე მეტმა ადამიანმა მას წერილი მისწერა. ისინი პრეზიდენტს მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე შემთხვევის 20 წლისთავის აღსანიშნად მისვლისაგან თავშეკავებისაკენ მოუწოდებენ, ვიდრე ბაიდენი ტერაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას არ გამოაქვეყნებდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი