როგორ ჩატარდება ბათუმის კინოფესტივალი

12 სექტემბერი 2021, 12:15 711 ნახვა

გასული წლისგან განსხვავებით, წელს კინოფესტივალი [BIAFF] კინოდარბაზში და ღია ცის ქვეშ ევროპის მოედანზე  ჩატარდება. ბათუმში საერთშორისო კინოფესტივალი 18 დან 24  სექტემბრის ჩათვლით  გაიმართება.  ფესტივალის მენეჯერი ზვიად ელიზიანი განმარტავს, რომ კინოსეანსებს ვაქცინირებული, კოვიდგადატანილი , ან პსრ ტესტის მქონე მოქალაქეები დაესწრებიან, რაც მისი თქმით ვირუსის გავრცელების რისკს ამცირებს.

ფესტივალზე, 30-მდე სრულმეტრაჟიანი და 15-მდე მოკლემეტრაჟიანი  ფილმი იქნება წარმოდგენილი,კინოფესტივალის მენეჯერი პანდემიის გამო შემცირებულ ბიუჯეტზეც საუბრობს და განმარტავს, რომ ბათუმის მერიიდან კინოჩვენების დაფინანსება 200 ათასი ლარიდან 35 ათასამდე შემცირდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი