„საქართველოს ბანკზე“ თადვასხმისთვის დაკავებულს ბრალს დღეს წაუყენებენ

11 სექტემბერი 2021, 12:23 948 ნახვა

ყვარელში „საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულს შალვა მელიქიშვილს თელავის დროებით დაკავების იზოლატორში მისი ინტერესების დამცველი ლეილა გარსევანიშვილი შეხვდა. ადვოკატი დაკავებულის მოთხოვნით, ამ ეტაპზე მომხდარის დეტალებზე ვერ საუბრობს. დაკავებულს ბრალი ოფიციალურად დღეს უნდა წარუდგინონ.

მელიქიშვილი ქალაქ თელავში ცხოვრობს და წლების განმავლობაში მუშაობდა უფროს მზარეულად. ის სამართალდამცველებმა 4 საათიანი სპეცოპერაციის დროს განაიარაღეს და დააკავეს. გამოძიების ვერსიით, შეიარაღებულმა  დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით, „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალში 13 ადამიანი მძევლად აიყვანა. გამოძიება მას ტერორიზმს, ტერორისტული მიზნით მძევლების აყვანას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში