უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატია აქედან “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” - 14 დეპუტატითაა წარმოდგენილი, 5 მანდატი აქვს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას'', 1 დეპუტატიტაა წარმოდგენილი ''ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობა'' და ასევე ერთი მანდატი აქვს ''დავით თარხან მოურავი - პატრიოტთა ალიანსს''. რაც შეეხება მაჟორიტარებს 6 მაჟორიტარია და 6-ვე “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” კვოტით. იმისთვის, რომ დეპუტატის მანდატი მოეპოვებინათ მათ არჩევნების ორი ტური დასჭირდათ. დღეს დეპუტატებმა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ვიცე სპიკერი და კომისიების თავმჯდომარეები უნდა აირჩიონ. ასევე დაკომპლექტდება ფრაქციებიც.