ბათუმის უშუს ღია საერთაშორისო ტურნირი დასრულდა. სამდღიანმა ასპარეზობამ გამარჯვებულები და პრიზიორები როგორც საჩვენებელ გამოსვლებში იარაღითა და ტაოლუს სტილში, ასევე კონტაქტურ ორთაბრძოლა სანდაშიც გამოავლინა.
წინა ტურნირისგან განსხვავებით, სადაც ბათუმელ სპორტსმენებს მხოლოდ ერთი ოქრო ერგოთ, წელს აჭარის ნაკრებმა 5 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ტაოლუში ჩემპიონები გახდნენ ვერონიკა ჟორჟოლაძე და არკადი საზონოვი.
ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა თეა იბრაგიმოვა. სანდრო ბერიძემ, გლებ მერკულოვმა და პალინა ბელოკრაიანსაიამ ბრინჯაო მოიპოვეს. საერთო ჯამში კი საქართველოს ნაკრებმა 21 ოქროს მედალი მოიპოვა _ 16 საჩვენებელ გამოსვლებში და 5 სანდაში. ტურნირი ბათუმში მეორედ ჩატარდა.