აჭარის სოფლებში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესი ფართოვდება.
აცრების ადმინისტრირების პროცესში სოფლის ექიმები ჩაერთვებიან და ვაქცინაციას სოფლის ამბულატორიებში ჩაატარებენ.
პირველად ჯანდაცვის ცენტრებთან მოშორებულ სოფლებში ვაქცინაცია გაგრძელდება გამსვლელი ბრიგადების საშუალებით.
გამსვლელი ბრიგადების მორიგი ვაქცინაცია ჩატარდა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლების - რიყეთისა და დიოკნისის საექიმო ამბულატორიებში.
აჭარაში ამ დროისთვის სულ - 172 693 დოზა ვაქცინაა ადმინისტრირებული, ერთი დოზით მოზრდილი მოსახლეობის 39.2 % , ხოლო ორი დოზით 24.6 %-ია აცრილი.