დაკავება ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე

10 სექტემბერი 2021, 10:36 604 ნახვა

დაკავებულია ორი მოქალაქე, რომლებმაც სხვისი  ქონება ჯერ  მოტყუებით დაისაკუთრეს, ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტიც დაამზადეს და იტალიის მოქალაქის    მიწის ნაკვეთი  დაირეგისტრირეს.   

გამოძიების პროცესში დაყადაღდა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთი, რომლის საბაზრო ღირებულება წინასწარი მონაცემებით 350 ათასი ლარია.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ 6-დან 9 წლამდე  პატიმრობა ემუქრებათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი