ბათუმში კოვიდ სასტუმროს ეზოში 49 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

10 სექტემბერი 2021, 10:09 5208 ნახვა

9 სექტემბერს, ბათუმის ერთ-ერთ კოვიდ სასტუმროს ეზოში 49 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადასტურებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

მათვე ცნობით, პაციენტს კოვიდ სასტუმროში შეყვანისთანავე განუვითარდა სავარაუდოდ ეპილეფსიური გულყრა, გონების დაკარგვის ეპიზოდით.

"ადგილზე გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, თუმცა გატარებული ღონისძიებების მიუხედავად დაფიქსირდა გარდაცვალება"- აცხადებენ სამინისტროში.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი