პარტია ''საქართველოსთვის'' სოფელ ხიხაძირის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დატოვა 

09 სექტემბერი 2021, 13:00 2363 ნახვა

პარტია ''საქართველოსთვის'', კიდევ ერთმა, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დატოვა.

გიორგი გახარიას გუნდიდან ხულოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ხიხაძირის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ომარ აბაშიძე წავიდა.

მან ოლქს რეგისტრაციის მოხსნაზე უკვე მიმართა, მოტივად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

ყოფილ კანდიდატს მობილური ტელეფონი გამორთული აქვს. პარტიის ხულოს მერობის კანდიდატი გია აბულაძე მომხდარს დაშინებასა და შანტაჟს უკავშირებს.

რამდენიმე დღის წინ პარტია ''საქართველოსთვის'' დიოკნისისა და როყეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმაც დატოვა. 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი