საქართველოში ვიზიტით მყოფ ამერიკელ კონგრესმენებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი შეხვდა.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში ამერიკული ინვესტიციებისა და ბიზნესების პერსპექტივებს.
ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობის საკითხი.