საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 2 500-ს აჭარბებს, ისევ მაღალია გარდაცვლილთა რიცხვიც. ამის მიუხედავად, საქართველოში კოვიდ ვაქცინის პირველ დოზაზე რეგისტრაციის მსურველთა რიცხვმა ბოლო დღეებში საგრძნობლად იკლო.
ცოტა ხნის წინ დასრულდა ვაქცინაციის საბჭოს სხდომა, ცნობილი გახდა, რომ ორშაბათიდან სინოფარმის პირველ დოზაზე ვაქცინაცია განახლდება.