ქართველი სპორტსმენები ევროპის თასის გათამაშებისთვის ემზადებიან

27 ნოემბერი 2016, 00:00 3481 ნახვა

ქართველი სპორტსმენები ოქროს მედლების მოლოდინში არიან.  2 დან 4 დეკემბრის ჩათვლით ესპანეთის ქალაქ მალაგაში  ძალისმიერ სამჭიდში ევროპის თასის გათამაშება გაიმართება.  საქართველოს ნაკრების ღირსებას მალაგაში ათლეტი: გივი მარგველაშვილი 66 კგ წონიოთ კატეგორიაში და ზურა ჩხეტიანი 74კგ წონით კატეგორიაში  დაიცავენ. გივი მარგველაშვილი ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენია. იგი მსოფლიოს ორგზის, ევროპის სამგზის ჩემპიონი და მსოფლიო რეკორდსმენია. კარგი შედეგები აქვს ზურაბ ჩხეტიანსაც, რომელიც საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და მსოფლიო პრიზიორი გახლავთ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი