დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენით უნდა უყაროს კენჭი საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც გენერალური პროკურორის, საარჩევნო ბარიერის დაწევასა და ფრაქციების დაკომპლექტებას ეხება.
ცვლილებების მიხედვით, პროკურორი 90 ხმით უნდა აირჩიოს პარლამენტმა, თუმცა თუ პირველ მცდელობაზე ვერ აირჩევენ, მაშინ მთელი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა იქნება საჭირო.
ეს წესი მმართველ გუნდს არ მოსწონს, ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე უნდა მოხდეს სწორება.
უკვე ცნობილია, რომ ოპოზიცის მხარდაჭერა კანონპროექტს აქვს.