ხულოში გახარიას პარტია ერთმა მაჟორიტარმა დატოვა

07 სექტემბერი 2021, 11:40 829 ნახვა

ხულოში გახარიას პარტია  საქართველოსთვის  ერთმა მაჟორიტარმა დატოვა. დიოკნისი-რიყეთის თემის მაჟორიტარმა ილია კოჩალიძემ  საარჩევნო ოლქს  განცხადებით უკვე  მიმართა და იგი დაკმაყოფილდა.

მოტივად გახარიას პარტიის უკვე ყოფილი წევრი ოჯახურ პირობებს ასახელებს და აცხადებს, რომ სხვა პარტიას არ უერთდება. იგი სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს. 

განმარტებები არ გაკეთებულა არც პარტიის ადგილობრივ ოფისში.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი