ქართველი ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე მსოფლიო ჩემპიონია. პორტუგალიაში მიმდინარე 23 წლამდე მსოფლიო პირველობაზე ქართველმა სპორტსმენმა 5 00 მეტრიანი დისტანცია ერთ წუთსა და 55 წამში დაფარა, რაც ტურნირზე საუკეთესო შედეგი გამოდგა. წივწივაძემ უახლოეს მდევარს, რუს ნიჩბოსანს 27 წამით აჯობა. საქართველოს 23-წლამდე კანოისტთა ნაკრებმა მსოფლიო პირველობაზე მეორე მედალი მოიპოვა, 4 სექტემბერს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი მარიამ ქედიკაშვილი გახდა.