ვიღებთ უშინაარსო, არაკომპეტენტურ გამოხტომებს და პრემიერი ამაზე აბსოლუტურად ადეკვატურად პასუხობს - დავითაშვილი ოპონეტებზე

06 სექტემბერი 2021, 13:00 594 ნახვა

სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტებით, ოპონენტების მიმართ პრემიერ-მინისტრის განცხადებები ადეკვატურია. ლევან დავითაშვილის თქმით, ის ირაკლი ღარიბაშვილის ბოლომდე ეთანხმება. 

„მე ვფიქრობ, რომ პრემიერის შეფასებები არის შესაბამისი იმ რეალობის, რაც გვაქვს. პრემიერის კომენტარები ოპონენტების მიერ დასმულ საკითხებზე ძალიან კონკრეტულია. ნებისმიერ ჩვენ საარჩევნო კამპანიაში ერთად ვიღებთ მონაწილეობას, შესაბამისად, ერთად გვაქვს შეხვედრები რეგიონებში და მე რასაც ვუყურებ, ეს არის აბსოლუტურად ადეკვატური შეფასება ნებისმიერ საკითხში, რაზეც პრემიერს ბოლომდე ვეთანხმები.

ეს ეხება, როგორც წარსულ, ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ დანაშაულებრივ ქმედებებს, ისე დღევანდელ ქმედებებს ხშირად უსაფუძვლო და ხშირ შემთხვევაში არაკომპეტენტურ კრიტიკას.

სამწუხაროდ, პოლიტიკური ველი არის დაცლილი საქმიანი, აზრიანი კრიტიკისგან, რაც მთავრობას ასე სჭირდება. ჩვენ ამის სანაცვლოდ ვიღებთ აბსოლუტურად უშინაარსო, არაკომპეტენტურ გამოხტომებს და პრემიერის მხრიდან ამაზე არის აბსოლუტურად ადეკვატური პასუხი“,- განაცხადა დავითაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში